ბათუმი საახალწლო კვირეულისთვს ემზადება

20 დეკ 2018

როგორ შეხვდება 2019 წელს ბათუმი? ქალაქში სადღესასწაულო კვირეულისთვის ემზადებიან. საახალწლო ღონისძიებები ქალაქში მერიის ორგანიზებით გაიმართება. 

დღესასწაულის ეპიცენტრი კვლავ ევროპის მოედანი იქნება, სადაც კონცერტები  25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიმართება. დაგეგმილია საბავშვო ღონისძიებები. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისი გემოვნებით მოირთვება ევროპის მოედანი.