კურორტ „გოდერძიზე'' ზამთრის სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება

20 დეკ 2018

კურორტ „გოდერძიზე''  ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. კურორტზე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო, მოეწყობა სათხილამურო ტრასები.

გოდერძიზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება.

სეზონის გახსნისთვის მოეწყობა 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვისაც. 

ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.