ხელვაჩაურში პოლიციასთან მაღაზია გატეხეს და რძის საწარმო გაქურდეს

17 დეკ 2018

ხელვაჩაურში,  ბოლო ერთ თვეში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კრიმინალური ფაქტების გახშირების გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სხვადასხვა სოფელში რამდენიმე დღიანი შუალედით, გაიქურდა საწარმო და ორი მაღაზია. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი, პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.