აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მარიკულტურ“-ის სფეროს მხარდაჭერას იწყებს

14 დეკ 2018

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მარიკულტურ“-ის სფეროს მხარდაჭერას იწყებს. მოეწყობა საცდელი მეურნეობებიც. როგორც „მარიკულტურის“ პროფესიული განათლების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე გამოწვევად დარგის სპეციალისტების მომზადება რჩება.

სწორედ ამიტომ,  ორგანიზაცია „ მწვანე სექტორის“ გუნდმა პროფესიული სასწავლებლებისთვის სასწავლო პროგრამა შექმნეს, რომელიც შესაძლოა საგანმანათლებლო სისტემაში დაინერგოს.