ხარიტონ ახვლედიანის  მუზეუმი 110 წლისაა

13 დეკ 2018

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი საიუბილეო წელს მნიშვნელოვანი სიახლით ასრულებს. მუზეუმს ახალი საექსპონატო სივრცე შეემატა, რომელშიც თავად ხარიტონ ახვლედიანის მიერ წლების განმავლობაში ნაგროვები ექსპონატები განთავსდა.

საიუბილეოა თარიღთან დაკავშირებით მუზეუმის თანამშრომლებს დღეს, მადლობის სიგელები გადაეცათ.