მოსახლეობა ელექტრობოძების მოწესრიგებას ითხოვს

13 დეკ 2018

ხულოს სოფლებში ყოველწლიურად, ზამთართან ერთად ელექტროენერგიის პრობლემებიც იწყება. ამის მიზეზი ხშირად, მოძველებული ელექტრობოძებია.

მუნიციპალიტეტში ყველაზე რთული მდგომარეობა დიოკნისის თემშია, სადაც დენი არამარტო ზამთარში ითიშება.