3 მოკლული და 12 დაჭრილი მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეულ ქალაქში

11 დეკ 2018

თავდამსხმელი, რომელმაც სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და 2 ადამიანი მოკლა, სავარაუდოდ, დაჭრილია. შემთხვევა გვიან საღამოს საშობაო ბაზრობაზე მოხდა.

თავდამსხმელი 29 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო აქამდე ცნობილი იყო უსაფრთხოების სამსახურებისთვის. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციაში  400-მდე სამართალდამცველი მონაწილეობს. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.