''დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი'' - ჯეიმს აპატურაი

11 დეკ 2018

„დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი“- ამბობს საქართველოში ვიზიტად მყოფი ჯეიმს აპატურაი.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ისაუბრა ხარვეზებზეც.

შეაფასა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოცდილებაც და პირადად შეხვდა  სალომე ზურაბიშვილს, ასევე ქვეყნის პრემიერს,  საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.