გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში ბათუმელი მოსწავლეები ჩაერთვებიან

10 დეკ 2018

გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში ბათუმელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. შესაბამის პროგრამას გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გლობალური განათლების მოტივატორი’’ ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ბათუმში ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმყოფებოდა  და ქართულ-ამერიკულ სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება პროექტში მოსწავლეების ჩართულობას გულისხმობს.