საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

10 დეკ 2018

ამ წუთებში ბათუმში პატრიოტთა ალიანსის წევრები მხარდამჭერებთან ერთად  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,  რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 16 დეკემბრამდე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ და დაარეგისტრინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.