ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

09 დეკ 2018

აზიური ფაროსანას  საწინააღმდეგო ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  სამუშაოები მოიცავს  მონიტორინგს, შეწამლვით ღონისძიებებს, საინფორმაციო კამპანიასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, აჭარის,  სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის  რეგიონებში 790 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. სამუშაოებმა 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი მოიცვა.