დღეს გონიოში 140 ხე-მცენარე დარგეს - გამწვანების აქცია

09 დეკ 2018

გონიოში ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინიციატივით, გამწვანების აქცია მოეწყო. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გადაცემული 140-მდე სხვადასხვა ხემცენარის ნერგი დაირგო.

აქციაში მონაწილეობა  სხვადასხვა დაწესებულება და ქალთა კლუბმა მიიღო. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქციები ეტაპობრივად გაგრძელდება.