მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა

30 ივლ 2016

ვინ იბრძოლებს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის -  კანდიდატები "ნაციონალურმა მოძრაობამ"  დღეს დაასახელა.  პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ, ბათუმის ოფისის წინ შედგა. შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ვიდეოჩანაწერიც აჩვენეს.