05 დეკ 2018
ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამას აგრძელებს ბათუმის მერიის ჯანდაცვის სამსახური. ბათუმში რეგისტრირებულ ქალებს უფასო დიაგნოსტიკას საერთაშორისო კლინიკაში სთავაზობენ, სადაც ქალებს მედიკოსების მომსახურების მიღება 25 წლიდან შეუძლიათ.
ცნობისთვის, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საქართველოში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ მნიშვნელოვანია სკრინინგის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება.