პრემიერის განცხადება

30 ივლ 2016

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ შეძლო  სამხედრო გართულებების საფრთხის თავიდან ავიცილება.  გიორგი კვირიკაშვილი  მიიჩნევს, რომ     დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით  ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდ  პროგრესს მიაღწია. მთავრობის მეთაურმა საგარეო პოლიტიკური რისკების დაზღვევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველოს მიეცეს გრძელვადიანი დაგეგმარებისა და მშვიდობიანი განვითარების საშუალება.