ხულოს 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონ 644 ათასი ლარი იქნება

03 დეკ 2018

ხულოს 2019 წლის ბიუჯეტზე მსჯელობა საკრებულომ დაასრულა და და შენიშვნებით  მერიას გადაეგზავნა. მომავალი წლის ბიუჟეტი 10 მილიონ 644 ათასი ლარი იქნება, რაც წინა წელთან  შედარებით 1,5 მილიონით გაზრდილია. 

ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. საბოლოო ვერსია საკრებულოში დასამტკიცებლად10 დეკემბერს შევა.