ფერდსამაგრი სამუშაოები შუახევში

01 დეკ 2018

შუახევში მეწყერსაწინააღმდეგო  ღონისძიებები გრძელდება . ფერდსამაგრი  სამუშაოები სოფელ ნიგაზეულში რესულიძეების  საცხოვრებელთან მიმდინარეობს. ტერიტორია წლების განმავლობაში ეროზირებული იყო.

სამუშაოებისთვის  მერიამ 11 ათას ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან  900 ათასი ლარი გაითვალისწინა.