„იცოდე შენი აივ სტატუსი!”- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დევიზი

30 ნოე 2018

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ბათუმში უფასო გამოკვლევების აქცია მოეწყო. აჭარაში 800-მდე ინფიცირებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან გამოკვლევის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

მედიკოსების განმარტებით, დაავადების  დროულად გამოვლენა და მკურნალობის პროცესში ჩართვა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია.