შაბათ-კვირას ბათუმში ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება

29 ნოე 2018

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც სანაპირო (ბათუმი, ქობულეთი), ასევე მთიან რაიონებში (ქედა, შუახევი, ხულო) იწვიმებს, მაღალმთაში ითოვებს, ქარბუქი იქნება გოდერძის უღელტეხილზე. 

1 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 დეკემბრის საღამომდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +9, +14, აღმოსავლეთში კი +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

დღეს, კი სანაპირო კურორტებზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე, ასევე გურიის მაღალმთიან სოფლებში  აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი - ქარიშხალია მოსალოდნელი.