''გაბრაზებული ბათუმელები'' მხარდამჭერებმა ''გახარებული ბათუმელებით'' შეცვალეს

28 ნოე 2018

მოძრაობამ „გაბრაზებული ბათუმელები“ სახელი შეიცვალა და  „გახარებული ბათუმელები“ გახდა. მოძრაობის ოფისზე შესაბამისი წარწერა დღეს გამოჩნდა. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას უკავშირდება.

ამასთან ირწმუნებიან, რომ აქტივობებს გააგრძელებენ და მონიტორინგს გაუწევენ იმას, თუ როგორ შეასრულებს ხელისუფლება ბათუმელებისთვის მიცემულ დაპირებებს.