ავღანეთში გახსნილ ორივე უბანში გამარჯვება გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა

28 ნოე 2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისთვის გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე გაერთაინებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. 

366-მა ჯარისკაცმა ხმა ვაშაძეს მისცა, 316-მა –  კი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

N2 გრიგოლ ვაშაძემ 86 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 46.

საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდა, ხოლო ხმები დღეს დაითვალა.

პირველ ტურში ორივე უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.