„საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა“ -პატრიარქის კურთხევა

24 ნოე 2018

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა იოანემ დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ მრევლს აცნობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა, თუმცა დღეს არ უქადაგია.