ნინა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი

24 ნოე 2018

ვეტერანი სპორტსმენისა და მწვრთნელის, ნინა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გრძელდება. გუშინ  2009-2012 წლებში დაბადებულთა შორის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ტურნირში 9 ასაკობრივ კატეგორიაში  115  სპორტსმენი ასპარეზობს.   ნინა ორლოვა 70 წელზე მეტია სპორტის ამ სახეობას ემსახურება და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია. მას გუშინ 93 წელი შეუსრულდა.