“პეპი მაღალიწინდა”- პრემიერა ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე

23 ნოე 2018

„პეპი მაღალიწინდაასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით,  ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა  შედგა.  ორმოქმედებიან  წარმოდგენაში პერსონაჟის მხიარული თავგადასავალია მოთხრობილი.

სადაც პეპია იქ მხოლოდ მხიარულებაა- ასეა ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ მოთხრობაშიც.რეჟისორ მანანა კვირკველიას სპექტაკლში გოგონას, ყველაფრის პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლია და სტერეოტიპებს ებრძვის. მსახიობები სპექტაკლზე ორი თვე მუშაობდნენ.