მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

22 ნოე 2018

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას ზეიმობს. ეკლესიებში დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ზვარესა და ფერიაში წმინდანის სახელობის ეკლესიაში დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეხვდა.  

წირვა-ლოცვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მიმართა. ქართველ სამხედროებთან ჩავიდა თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ მშვიდობისმყოფელებს პატრიარქის საჩუქრები ჩაუტანა.