''ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს'' - ილია მეორე

17 ნოე 2018

ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს, - აღნიშნა დღეს ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.  ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესი რუსეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების  საკითხსაც გამოეხმაურა.

ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა.