უსუფაშვილის კომენტარი მინისტრების გადადგომაზე

28 ივლ 2016

თანაგუნდელების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების საკითხზე პირველი კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას აეროპორტში გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და პრემიერმინისტრის პოზიციამ განაპირობა.