როგორ ხვდებიან ზამთარს მაღალმთიანეთში?

14 ნოე 2018

დღეს დილით გათოვდა მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელში. ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია.

არცერთი მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა არაა ჩაკეტილი და სავარაუდოდ ჯერ-ჯერობით მოძრაობა არც შეფერხდება, რადგან ხულოში უკვე გამოიდარა.

ზამთრის დადგომასთან ერთად აქტუალურია თემა რამდენად მზად არიან მოქალაქეები, აქვთ თუ არა მომარაგებული შეშა და საკვები პროდუქტები - ლენა მამულაძე მოგვიყვება ვრცლად.