ხულოში მიხეილ გელაძის იუბილე აღნიშნეს

13 ნოე 2018

პოეტისა და პუბლიცისტის მიხეილ გელაძის 60 წლის იუბილე ხულოში აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება ,,ჩემით იწყება საქართველო“ ხელოვანის ლექსებითა და მონოლოგებით გაიხსნა. მიხეილ გელაძე, ძირითადად, ხულოსა და მაღალმთიან აჭარაზე წერს. ასეულობით ლექსის ავტორი ამჟამად, საქართველოსა და აჭარის მწერალთა კავშირის წევრია.