ცივასულას ციხესთან და მიწის ხიდთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

12 ნოე 2018

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, ცივასულას ციხესთან და მიწის ხიდთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ და ორივე ობიექტისთვის ჯამში 86 ათასი ლარი იხარჯება. სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.