09 ნოე 2018
საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების შეხვედრის გამო პირველად რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას.