ღია კარის დღე საზღვაო აკადემიაში

07 ნოე 2018

ღია კარის დღე საზღვაო აკადემიაში.  სასწავლებლის  რექტორმა ათასწლეულის განვითარების ფონდის  პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მოსწავლეებს აკადემია დაათვალიერებინა და პროფესიული განათლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

უმაღლეს სასწავლებელში  პროგრამა 2 წელია მოქმედებს და აქამდე  შემუშავდა ოთხი პროგრამა. დღეს სასწავლებელში პროგრამის წარმომადგენლები აშშ და დიდი ბრიტანეთიდან იმყოფებოდნენ. სასწავლებელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც მივიდა.