შუახევში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო

07 ნოე 2018

შუახევში მალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  სტადიონი აშენდება.  დაბის ტერიტორიაზე ძველი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაწყებულია.

პროექტი  შესაბამისი  ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.   სამუშაოებისთვის თვითმმართველობის  ბიუჯეტიდან 45 ათას ლარამდე დაიხარჯება.