ბათუმის ბოტანიკურ სახლში ვიზიტორთა ცენტრი შენდება

07 ნოე 2018

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიმდინარე პროექტებს აქტიურად ათვალიერებს. ქალაქ ბათუმის მერთან ერთად თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში  განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

სამუშაოები საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ფინანსდება. მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით  ორი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა  მიმდინარეობს. ასევე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი.