მზადება გრიპის ვირუსისთვის

06 ნოე 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გამართა დღეს ბრიფინგი, აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსი საქართველოში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ქვეყანაში ცირკულირებს გაციებისმაგვარი - რინოვირუსები, პარაგრიპი  და მეტაპნევმო ვირუსები.

იმნაძე ფიქრობს, რომ გრიპის ვირუსი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდება, თუმცა თებერვლამდე ხშირი შემთხვევები არ იქნება. იგი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს: გრიპის პერიოდში მოერიდონ სამსახურში მისვლას. ასევე, მნიშვნელოვანია ე.წ. ხველების ეტიკეტის დაცვა, მისივე რეკომენდაციით, გრიპის თავიდან ასაცილებლად  სასურველია ვაქცინაცია.