სოციალურად დაუცველი ექვსშვილიანი ოჯახი ბინას ითხოვს

05 ნოე 2018

შენგელიების უკიდურესად გაჭირვებული ყოფის შესახებ ინფორმირებულია ყველა სახელმწიფო უწყება რეგიონის დონეზე. ოჯახს ეხმარებიან სოციალური შეღავათებით, თუმცა ფაქტია ამ ოჯახის ყოფის გაუმჯობესება ვერცერთმა უწყებამ სრულად ვერ შეძლო. 6 მცირეწლოვანი ბარაკის ტიპის სახლში იზრდება, ჰიგიენის, აბაზანის, ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე. იკვებებიან სოციალური სასადილოდან მოტანილი საკვებით, დღეში სამ-ნახევარი პური ერგებათ.

ასეთ პირობებში გაატარეს დაახლოებით 18 წელი, ამბობენ, რომ მათთვის მთავარი ახლა საცხოვრებელი ბინის მიღებაა. დედა ფიქრობს ალბათ სჯობს მეშვიდე შვილი გააჩინოს - სწორედ შვიდშვილიან ოჯახებს გადასცემს ქალაქის მერია ბინას.