ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლი საგასტროლოდ ემზადება
05 ნოე 2018
ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“ უკრაინულ ტურნეს იწყებს. ისინი 9 ნოემბერს გაემგზავრებიან და 9 კონცერტს გამართავენ. დღეს ანსამბლმა დასკვნითი რეპეტიცია გაიარა, გამგზავრების ხარჯებს ბათუმის მერია ფარავს.