კრისტინა აგილერა ბათუმშია

27 ივლ 2016

რამდენიმე ''გრემის'' მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი ქრისტინა აგილერა ბათუმშია.  მომღერალი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. სწორედ მისი კონცერტით  გაიხსნება 30 ივლისს, შეკვეთილში,  საკონცერტო დარბაზი ''ბლექ სი არენა''. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა. კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.