სარეაბილიტაციო სამუშაოები „ბონი- გოროდოკის“ დასახლებაში

03 ნოე 2018

ბონი - გოროდოკის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მაიაკოვსკის ქუჩაზე ასფალტის საფარს აგებენ, გიორგი წერეთლის ქუჩაზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობა სრულდება.

2019 წლიდან  ბონის კულტურის ცენტრიდან მანთაშევის გადასასვლელამდე, ბეტონის ფილებს ასფალტის საფარი ჩაანაცვლებს.