ბათუმში კორპუსების საკანალიზაციო ქსელთან მიერთების პროგრამა გრძელდება

03 ნოე 2018

ბათუმში კორპუსების საკანალიზაციო ქსელთან მიერთების პროგრამა გრძელდება.  წელს სამუშაოები 9 საცხოვრებელ სახლთან ჩატარდა, რისთვისაც 296 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ ეტაპზე კი  4 კორპუსის საკანალიზაციო ქსელთან მიერთების  სამუშაოები ტარდება, ბიუჯეტი 187 ათასი ლარია.  ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით საკანალიზაციო ქსელს ყველა კორპუსი მიუერთდება.