თბილისში "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის" მეორე დღე ბათუმელი დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა

02 ნოე 2018

თბილისში "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკის" მეორე დღე ბათუმელი დიზაინერის ჩვენებით გაიხსნა. თაკო მექვაბიძისთვის ამჯერად ინსპირაციის წყარო 1990-იანი წლების ამერიკული სერიალი "დინასტია" იყო .

ბათუმელმა დიზაინერმა მოდის მოყვარულებს ახალი კოლექცია ძირითადად, ნათელ ფერებში შესთავაზა.