შუახევში გეოლოგები მუშაობენ - როდის დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები?

26 ივლ 2016

გეოლოგებმა უჩამბაში სტიქიის შედეგად დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობის  შესწავლა დაიწყეს. საფრთხე 10-მდე ოჯახის საცხოვრებელს შეექმნა. შუახევის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები ჯამში 63 სახლთანაა განვითარებული, მათ მდგომარეობას სპეციალისტები სამი დღის განმავლობაში შეისწავლიან. საბოლოო დასკვნას კი 10 დღეში დადებენ.