''ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება'' - რიჟვაძე 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

31 ოქტ 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედაში, სოფელ დოლოგანში იმყოფება, სადაც რამდენიმე საათის წინ 6 წლის ბავშვი კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აფეთქებების შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. ''უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე'' - თქვა ჟურნალისტებთან მთავრობის თავმჯდომარემ. 

ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას  საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ქვა დაეცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აფეთქებების შედეგად ახლოს მდებარე სახლების დაზიანდა.