17 საათზე დაიწყება ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა

29 ოქტ 2018

 17 საათზე დაიწყება ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი 19 საჩივარი ბათუმში დაიწერა, რომელთაგან 12 ოპოზიციას ეკუთვნის.გასაჩივრებულია   პროცედურული დარღვევები, ასევე  ბიულეტინის  ხარვეზი და  თავმჯდომარის  მიერ უბნის დატოვების  ფაქტი.