საარჩევნო პროცესს ქედაში 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს

26 ოქტ 2018

საარჩევნო დოკუმენტაცია და საჭირო ინვენტარი  ყველა საარჩევნო უბანს  ქედაში უკვე დაურიგდა.  საპრეზიდენტო  ქედის მუნიციპალიტეტში 15 ათას 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  აქ 31 უბანი გაიხსნება,   მათგან  16-ია   ადაპტირებული. 

საარჩევნო პროცესს ქედაში  500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ირინე წუწუნავა ქედიდან