პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

26 ივლ 2016

თითქმის სამი საათია პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მინდია გოგოჭური უწყებაში მოწმის სახითაა დაბარებული. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.