''ენერგო-პრო ჯორჯიას'' რეგიონულ ფილიალს ახალი ხელმძღვანელი ყავს

24 ოქტ 2018

რეგიონში ენერგომომარაგების მხრივ არსებული მდგომარეობა  და ზამთრის სეზონთან დაკავშირებული საკითხები - ამ თემებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს,  რომლის მიხედვითაც,  სამუშაო შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძე "ენერგო-პრო ჯორჯიას" რეგიონული ფილიალის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე მეტრეველს გაეცნო, რომელიც კახა ქიტესაშვილს ჩაანაცვლებს და უფლებამოსილებას მომავალი კვირიდან შეუდგება.