მართლწესრიგის ორმოცმა ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო

22 ოქტ 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მართლწესრიგის ორმოცმა ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო. ისინი ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ და მომავალი 5 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში  სპეციალური მომზადების კურსს გაივლიან.

მართლწესრიგის ოფიცერი ორიენტირებულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.