გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

21 ოქტ 2018

ბუდაპეშტში  მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში გრძელდება. პირველ დღეს  ორმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ  ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა: ავთანდილ კენჭაძემ და გენო პეტრიაშვილმა. 125 კგ.

წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 დაამარცხა. გენო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა და დაიცვა კიდეც ეს ტიტული.  თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს პირველი ვერცხლის სინჯის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძემ 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოუტანა.