ტურნირი მინი-ფეხბურთში

20 ოქტ 2018

მინი ფეხბურთში ნუკრი ბოლქვაძის სახელობის ტურნირი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა დასრულდა.

ფინალში ერთმანეთს აჭარის საპატრულო პოლიციისა და აჭარის სტრატეგიული ობიექტების სამმართველოს გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით 4:1 საპატრულო პოლიციის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  ტურნირი ტრადიციულია და წელს მეხუთედ გაიმართა.